Читать книгу: «Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე», страница 3

Шрифт:

Ⴁრჭობა, ბრჭუალი – (ნახე Ⴁჭობა) ბჭუალი.

Ⴁრჯა – დადგმული ზვინი ძნათა, ძნეული.

Ⴁრჯგუ – გვიან მოქმედი, ანუ გონებით მძიმე. // Ⴌიშანი ასოსა უ პროსოდიასა შინა.

Ⴁრჯენა – (ვიბრჯენ, ვებრჯინები) სლუაში არგანის ხმარება, ანუ დგომაში მას ზედა დანდობა.

Ⴁტყვნა – (ვბტყვნი).

Ⴁუ, ბუვი – თავდიდი მფრინველი ღამისა.

Ⴁუბკა – წყალში გაქნილი და მოდუღებული ფქვილისა ან სახამებლის ფაფა, ხმარებული წიგნის მკურელთაგან დასაკერებლად ქაღალდებისა და სხ.

Ⴁუბუნი – Ⴂუგუნი ნახე

Ⴁუგვა – Ⴃაბუგვა ნახე

Ⴁუგრი – მომსრველი. // Ⴉარაბადინში ეწოდების მსხმოთა მუწუკთა, ვითარ კუავილსა, წითელასა და სხ.

Ⴁუდე – მფრინველთ ბუნაგი, ანუ ნადირთ ჩიბე. // Ⴘალითა წიგნთა, ანუ თვალთა პატიოსანთა და მისთანათა შთასადებელი. // Ⴞილთა და კერკთ ჩენჩო, ანუ წენგო. // Ⴕუთუთო თუალთა. // Ⴕარქაში საჭურველთა.

Ⴁუდეშური – ყურძენი გრძელ მარცულიანი (ნახე Ⴗურძენთან).

Ⴁუერი – ბური (ნახე Ⴁორი).

Ⴁუზამკალი, ბუზანკალი, ბუზვი – ხვასტაგთ მკბენარი მწერი.

Ⴁუზი – ბოცომკალი, შავი მწერი.

Ⴁუზღუნი – (ვბუზღუნებ) დრტჳნვა, მურმური, ჩუმად სამდურავის ლაპარაკი, ბუდბუდი, ბუტბუტი.

Ⴁუკი – რქის ნაღარა, ნობათი, ტაბლაკი.

Ⴁუკობა – ბუკით თემთ შემოკრება, ბუკტაბლაკობა.

Ⴁუკიოტი, ბუკნაწო – პატარა ბუ

Ⴁუკტაბლაკობა – კურა, ცემა ბუკთა და ტაბლაკთა.

Ⴁულბული – ვარდის ჩიტი, ხმაშვენიერი, იადონი.

Ⴁულული – მაგოლი, თივის ხელეული.

Ⴁუმბერაზი – [მუბერაზი] გმირი. ძლიერი, თავისთავ მებრძოლი.

Ⴁუმბული – გერმა, ფრინველთ ნაკრტენი.

Ⴁუნაგი, ბუნაკი – ნადირთა, ანუ თევზთა სადგური ბუდე.

Ⴁუნება – ძალი მოქმედებითი თჳთოეულისა არსისა. // Ⴜესი ბუნებისა დაცვული ყოველთავე ქმნილთა შორის. // Ⴇჳსება, თჳთება, მოდგმა.

Ⴁუნებითი – განთჳსებული, განკუთნვილი ბუნებისად.

Ⴁუნი – ტარიშუბისა ანუ იარაღთა ხელთსაქმარისათა.

Ⴁუნიკი და ბურნუკი – სათიხარი, ხმლის ქარქაშის ბოლო.

Ⴁუნიობა – დღე-ღამის გასწორება მარტსა სეკდემბერსა შინა, მოიქცეს რა მზე იუნისს საზამთროდ და დეკემბერს საზაფხულოდ, მას ჰქვიან ნაბუნიობი.

Ⴁუჟი ან ბრუჟი – ნახე Ⴃაბუჟება, Ⴃაბუშება.

Ⴁუჟღენდი წითლის საღებავის ჭია.

Ⴁურანი – მსუბუქი ძილი და მოლანდება საფიქრებელისა რისმე.

Ⴁურაული – მწყაზარი ქორი, შავსა და წითელს საშუალი.

Ⴁურახი – ბოზა ფეტჳსა, ქერისა და მისთანათა.

Ⴁურბურა – ნედლი ქარქვეტი.

Ⴁურბუშელა – გოქშო.

Ⴁურდო – ფეტვის ნალეწი, ანუ ბზის მტვერი (ვიეთნიმე ხმარობენ დურდოს მაგიერადაც).

[Ⴁურენი – ნახე Ⴁუჯერი]

Ⴁურეჯი – ცომის ვარცლი.

Ⴁურვა – (ვბურავ) დახურვა.

Ⴁურვაკი – დიდი გოჭი.

Ⴁურვილი – დახურვილი, დაფარებული, ბურვილი ტევრი.

Ⴁურთი – ბირთვი მეშისა სათამაშო, საასპარეზო.

Ⴁურთაობა – (ვბურთაობ) თამაშობა ბურთითა.

Ⴁური – ბურუსი (ნახე Ⴁორი).

Ⴁურნა, ბურნაკი – ღვინის ქინქლა.

Ⴁურნუთი – (ბურნაოთი თურქთ ენით ცხვირის ბალახი) დაფქული თამბაქო მოსაწევად.

Ⴁურნუთი კოლოფი – ჭურჭელი ბურნუთისა.

Ⴁურნუკი – ნახე Ⴁუნიკი.

Ⴁურღული – მოხარშული და დაცეხვილი ხორბალი საკორკოტე.

Ⴁურცი – .

Ⴁურძგნა – (ვბურძგნი, გავბურძგნი) ცუდად გაწეწა თმათა.

Ⴁურჯი – გოდოლი, დიდი კოშკი. // Ⴆოდიაქოს ნიშანი, ეტლი, ვარსკულავთ ბურჯი (ნახე Ⴆოდიქო).

Ⴁურჯღული – დიდრონი ნაპერწკალი.

Ⴁუსნარი – კორდი მაღალბალახოსანი.

Ⴁუტბუტი, ბუდბუდი – ბუზღუნი.

Ⴁუტკი – გამონასკული ხილი შემდგომად დაყვავილებისა.

Ⴁუქი – ქარიანი თოვლი (ნახე Ⴇოვთან).

Ⴁუქნა (ვბუქნავ) მუხლზედ ჩაჯდომა ცეკვაში (ნახე Ⴇამაშობა).

Ⴁუღა – (ოთხფ.) კურო, დაუკოდავი მოზვერი მოსაშენებლად შენახული (ზროხასთან ნახე).

Ⴁუღაური – სვეტისთავი, სამერხული.

Ⴁუღრაობა, მუღურობა – ხართაგან რქებით ჭიდილი და მიწის გლეჯა.

Ⴁუში შ – ობილი არა სჯულიერითა მეუღლეობითა.

Ⴁუშტალეღვი – ადრეული.

Ⴁუშტი – ქანთილი, პარკი ცხოველთ შარდისა. // Ⴜყალთა ზედა წვიმისაგან ამომჯდარი ბუშტები, რომელიც მსწრაფლ გაჰქრებიან და მისთანანი.

Ⴁუჩქი, ბუჩქნარი – დაბალი ფიჩხი (ნახე Ⴒევრთან).

Ⴁუცუცი – თუალთ ქუთუთოების დაბღნეძა.

Ⴁურგი – პატარა ზღარბი.

Ⴁუწუწი – ცუდი თმა, ბურძგლი, გაბურძგნული (ნახე Ⴇმა).

Ⴁუჭონი – დახალული ქერი, ხალი ქერისა.

Ⴁუჭულა – პატარა წისქვილი. // Ⴈმერულად პატარა ფაცხა.

Ⴁუხარი – კედელთა შინა სახლისათა დატანებული საცეცხლური.

Ⴁუხუნი – (ბუხუნებს) ლომისა ან ღორის ბრდღვინვის ხმა, დრუხუნი.

Ⴁუჯერი – ბურენი, ჭურჭელთ შესაწყობი ხის თარო.

Ⴁღავილი – (ბღავის) ცხვართ ხმიანობა.

Ⴁღარტი – ბარტყი მართვე მფრინველთა.

Ⴁღვერა – (ვუბღვერ) სიძულილით ან რისხვით შეხედვა.

Ⴁღლარძუნი – (ებღლარძუნება, ბღლარძუნობენ) უგვანის ჭიდილით თამაშობა.

Ⴁღნეძა, ბღნეჯა – (იბღნიძება, იბღნიჯება) ღმეჭა, ღრეჯა, უმსგავსოდ შეჭმუხნა პირის სახისა.

Ⴁღოტვა – (ბღოტავს) ბორტვა, ბორდღვა, ოთხზედ სლვა (ნახე Ⴑიარულში).

Ⴁღუარი, ბღორი – ჩრდილოეთი. Ⴑხვაგან სამხრეთად სწერია, მაგრამ ჩრდილოეთი უფრო მართალია, რადგან ბღორი მიღებულ არს ბერძული ლექსისაგან ბორეასი და სამხრეთის სახელი არს სხვა (ე.ი. Ⴇემანი ნახე).

Ⴁღუვილი – (ბღუვის) ხართ ხმიანობა

Ⴁღუნძვა – (ვბღუნძავ, ვიბღუნძები) შეკუმშვა, მოკრება ზღარბთა, წურბელთა და მისთანათა.

Ⴁღურიალი – (ბღურიალებს) ღავილი, ტირილი ცუდის ხმით (ნახე Ⴒირილთან).

Ⴁღუჯი – მუჭი, პეშვი (ნახე Ⴋუჭი).

Ⴁძანება – ნახე ბრძანება

Ⴁძარვა – (ვჰბძარავ) გაგლეჯა, დახეთქა, განბძარვა, მცირედ გატეხა.

Ⴁჭე, ბჭენი – შესავალი სასახლეთა, ტაძართა, გალავანთა, ქალაქთა და მისთანათა.

Ⴁჭე, ბრჭე – შუაკაცი გამორჩეული მოჩივართაგან გასასინჯავად ცილობისა მათისა, მოსამართლე, მედიატორი.

Ⴁჭობა – (ვბჭობ) სამართლობა, გაბჭობა. // Ⴂანსჯა ვითარ კაცი ბჭობდა, ღმერთი ეცინოდა.

Ⴁჭოვანება – ბჭენი, შესავალნი.

Ⴁჭუალი, პჭუალი, ბრჭუალი – აგებულებისა შინა გათანგჳთ ტკივილი სხვადასხვას ადგილას.

Ⴁჯენა – (ვიბჯენ, ვიბრჯენ) ნახე Ⴁრჯენა.

 – ქარაგმიანნი ლექსნი: გხნ~ – გიხაროდენ; Ⴂ~ი – Ⴂიორგი და სხ. Ⴀსოსა ამას ზედა არიან ზედდადებულნი ესე ზმნათანი: გან, გა, გამო, გარდა, გადა, გარდამო, გარდმო, გადმო. Ⴋაგალითად, განვაღებ, გავაღებ, გამოვიღებ, გარდავიღებ, გადავიღებ, გარდამოვიღებ, გარდმოვიღებ, გადმოვიღებ. Ⴄგრეთვე სახელზმნანი: განღება, გაღება, გამოღება და სხ. Ⴂ იხმარების მაპიროვნებელად ზმნათა მეორისა პირისათა, რომელთაცა პირველსა პირსა აქუს მ, ვითარ მაქუს, გაქუს, მრწამს, გრწამს, მინდა, გინდა, მიქმნიეს, გიქმნიეს, მექმნა, გექმნა და სხ. [იხილე ასო ]. Ⴄგრეთვე ყოველთა ზმნათა პირნაკლთა, რაჟამს მოქმედება მიეჩემების მეორესა პირსა, ვითარ: გიშენებ, გიშენებს, გიწერ, გიწერს. Ⴀნუ გაშენებ, გაშენებს, გწერ, გწერს, გიკითხავ, გიკითხავს, გაქებ, გაქებს და სხ. Ⴂ იხმარების ზოგჯერ ნაცულად კ, ვითარ: გალატოზი – კალატოზი, გატა – კატა, გერკი – კერკი, გურკა – კურკა, გვიცა – კვიცა, გრკალი – კრკალი, გრჯღა – კრჩხა, გრწყილი – კრწყილი; ზოგჯერ ნაცულად ღ: გრძილი – ღრძილი, გრუტუნი – ღრუტუნი; ანუ ნაცულად ქ: გეზად – ქეშად, გვიმრა – ქურიმა, გუფთა – ქუფთა, ბრგვილი – ბრყვილი.

Ⴂააბეზრება – (გავააბეზრებ) გაშფოთება, შეწუხება; ვნებიათად Ⴂაბეზრება ნახე.

Ⴂაადვილება – (გავაადვილებ, გავიადვილებ) ადვილ საქმნელ ყოფა.

Ⴂააზატება – (გავააზატებ) თავისუფლების მიცემა.

[Ⴂაამაოება].

Ⴂაანჩხლება – (გავაანჩხლებ, გავანჩხლდები), გაკაპასება, გაგულისება.

Ⴂაარმება – (გავაარმებ, გავიარმებ) დამწარება, გაუგემურება, უსიამოვნება).

Ⴂააფთრება – (გავაფთრდები, გავააფთრებ) განძვინება აფთარივით.

Ⴂააფრაკება – (გააფრაკდების) გამრუდება ნედლთა ფიცართა გახმობისაგან.

Ⴂააშკარება – გამჟღავნება (ნახე Ⴂამოაშკარება).

Ⴂაახლება – ნახე Ⴂანახლება.

Ⴂაბარება – (ნახე Ⴁარება)

Ⴂაბალთვა – დაბალთვა ნახე.

Ⴂაბასრული – შერცხვენილი, გაწბილებული (ნახე Ⴁასრობა).

Ⴂაბაღვა – გაბაღლარავება (ნახე Ⴁაღვა)

Ⴂაბედვა – (გავბედავ) ბედზედ მიგდებით შემართება.

Ⴂაბედითება – (გავაბედიტებ) ბედითად შექმნა, გაცუდება.

Ⴂაბეხრება – (გავბეზრდები) მოწყენა, შეწუხება.

Ⴂაბზეკა – გაშვერასავით.

Ⴂაბზარვა – (გავბზარავ) გატეხა მოუშორებლად, ითქმის უფრორე ჭიქისათჳს გაბზარული.

[Ⴂაბიაბრუება]

Ⴂაბმა

Ⴂაბოგინება – (გავაბოგინებ) დამკვჳდრებასავით (ითქმის უკუთქმითად), არ გააბოგინა.

Ⴂაბრა – (გავუბრი, გავიბრი) ანგარიშში ჩაგდება; გაბრექა (ნ. Ⴁრექა {გაბზეკა – Ⴑაბას ლექსიკონი.}).

Ⴂაბრიყვება – {ნახე Ⴁრიყვი}

Ⴂაბრუჟვა – (გავიბრუჟები) დათრობა.

Ⴂაბურძგნვა – ნახე Ⴁურძგნვა.

Ⴂაბუტება – (გავიბუტები) შემოწყრომა უმძრახობით.

Ⴂაბუცება – (გავბუცდები) გაშტერებასავით.

Ⴂაბჭობა – გასამართლება (ნახე Ⴂანბჭობა)

Ⴂაგდება – (გავაგდებ) განდევნა, დათხოვით მოშორება // (გავაგდებ ე.ი. გამვარდება) ხელიდამ გაშვება.

Ⴂაგება – (გავაგებ) განგება ნახე. (გავიგებ) გამოცნობა, მიხდომა.

Ⴂაგებება – (გავეგებები) გასლვა შესამთხვევად, მიგებება.

Ⴂაგზავნა – (გავგზავნი) წარვლინება.

Ⴂაგლეჯა – (გავგლეჯ) გახეთქა, გახევა ან გაპება.

Ⴂაგლისპება – (გავგლისპდები) გაჯიქება, ახირება, მიბრჯნა.

Ⴂაგონება – (გავიგონებ) გონებად შეღება სმენისა მიერ, გულხმება, გულის ხმა.

Ⴂაგულისება – (გავაგულისებ, გავგულისდები) აღძრვა რისხუად გულზედ მოსლვა, გაგულპილწება.

Ⴂადაბმა, გადაგორება, გადარგვა, გადარჩენა – და სხ. (ნახე Ⴂრდაბმა, Ⴂარდაგორება, Ⴂარდარგუა და სხ.).

Ⴂადაზიდვა – (გადავზიდავ) გარდატანა მრავალთა.

Ⴂადასავალი – გზა მთათა ზედა, გორათა და მისთანათა // ამბავი, შემთხვეულება, ვისაც რა გარდახედია.

Ⴂადაფანტვა, გადაფარება – და სხ. (იხილე Ⴂარდაფანტვა, Ⴂარდაფარება).

Ⴂადაფითრება – (გადავფითრდები) ფერის მიხდა, წასლვა.

Ⴂადენა – (გასდის, გაედინების) გამოსლვა ნოტიოთა.

Ⴂადმოტანა, გადმოღება – და სხ. ნახე Ⴂარდმოტანა, Ⴂარდმოღება.

Ⴂადია – დედაკაცი ყრმათა მზრდელი, გამდელი.

Ⴂადნობა – (გავადნობ, გადნების) დნობა, დადნობა.

Ⴂადღლუვება – ცუდად გათხუნვა, გაწყალება ნახარშთა.

Ⴂაერთება – (გავაერთებ, გავერთდები) შემოკრებით ზიარყოფა განშორებულთა.

Ⴂავა – ხვასტაგთა და უფრორე ცხენთა ზურგის დასასრული, თეძოს ძულებიდამკუდადმდე ორსავე მხარეს.

Ⴂავაზი —

Ⴂავალაკი – სარეცელთ გარდასაფარი საჩრდილობელი.

Ⴂავითარება – ნახე განვითარება.

Ⴂავლენა – (გავუვლენ, გავივლენ სიტყუასა, საჩივარსა) შესმენა, აღსრულება.

Ⴂავსება – (გავავსებ, გავივსები) ავსება, შესრულება.

Ⴂაზა, გაზაკი – წვივთ ნაკუთლის მსხვილის ძარღვის დასასრული ქუსლთან.

Ⴂაზაფხული – არე, წლის ნაოთხალი, საშუალო ზამთრისა და ზაფხულისა, რომელ არიან სამნი თთვენი: მარტი, აპრილი, მაისი (ნახე Ⴇთვე).

Ⴂაზდა – (გავზდი, გავიზდები) აღზრდა, აღორძინება; თქმანი: შენს გაზდას, შენმა გაზდამ, რასაც ნიშნვენ, ნახე მამაშვილობასთან.

Ⴂაზეპირება – (გავიზეპირებ) ზეპირად დასწავლა.

Ⴂაზი – მარწუხი.

Ⴂაზი! – ე.ი. გასწი, გასწივე, გზას შეუდეგ! შორისდებულად ხმარებელი, იძულება წარსლვისა, ანუ განდევნა.

Ⴂაზომვა – ნახე განზომა და სხ., გაზრდა (ნახე Ⴂაზდა), განზრდა.

Ⴂათავება – (გავათავებ) გასრულება, სრულიად გაკეთება, დასრულება.

Ⴂათანგვა – (გასთანგავს) ბჭულისა და სენისაგან შეხუთვა.

Ⴂათეთრება – (გავათეთრებ) განსპეტაკება, თეთრად შექმნა.

Ⴂათენება (გათანდების) დილის სინათლის შემოსლვა.

Ⴂათლა – (გავსთლი) საჭრელის იარაღით გეკეთება სახმართა ნივთთა, ძელთა, ქუათა და მისთანათა.

Ⴂათხაპვა, გათითხნა, გათხუნვა – (გავსთხაპნი, გავსთითხნი, გავსთხუნავ) ცუდად გასურა.

Ⴂათხელება – (გავათხელებ) სისქის მოკლება ან გახალვათება.

Ⴂათხოვება – (გავათხოვებ, გავსთხოვდები) ქალთ დანიშვნა, ანუ განქორწინება ქმართადმი, გათხოვილი.

Ⴂათხოვნა – (გავითხოვ) გაწვევა ხმალში საბრძოლად, ანუ სარჯელად თამაშობათა შინა, შრომათა და მუშაკობათა.

Ⴂაიაფება – (გავაიაფებ, გაიაფდების) გახშირება, ადვილად შოვნა.

Ⴂაის – გავლილს ან მომავალს წელს.

Ⴂაკავება – (გაკავებ) გაშლა, გაჭიმვა.

Ⴂაკეთება – (გავაკეთებ, გაკეთდების) ქმნა, შექმნა, ანუ გაახლება // აშენება ან გამდიდრება.

Ⴂაკეთებული – პოვნიერი.

Ⴂაკვალვა – (გავჰკუალავ) კუალის გავლება, ანუ გზის დადება.

Ⴂაკვეთა – (გავჰკვეთ) გაჭრა (Ⴂანვეთა ნახე) // (გავუკვეთ) მიცემა მოსწავლეთადმი საქმისა დასასწავლად, ანუ მუშაკთადმი სამუშავოსი.

Ⴂაკურა – (გავაკრავ) გართხმა, ანუ ზედმიკერება // (გავჰკრავ) შემოკურა, ანუ საჩქაროდ წასულა.

Ⴂაკიდება – (გავჰკიდებ) გაფენა რისამე გასაშრობად // (გავეკიდები) გადევნება გამოკიდება მლტოლვარისა.

Ⴂაკითხვა – (გავიკითხავ) განკითხვა, მოსმენა საჩივრისა, ანუ გასინჯვა საქმისა და გასამართლება.

Ⴂაკილვა – (გავჰკილავ) გატრიზავება, გაწბილება, გახიახება.

Ⴂაკმარება – (გავუკმარებ, ე.ი. კმარა, ნუღარ იტყჳ) სიტყჳს გაცუდება.

Ⴂაკმენდა – (გავჰკმენდ ხმას) გაჩუმება, გარინდება.

Ⴂაკრეჭა – (გავჰკრეჭ) გაპარსვა მაკრატლით.

Ⴂალა – მხალი დაწნული გასხმობად.

Ⴂალავანი – ზღუდე გარემოვლებული ეკლესიათა, მონასტერთა, ქალაქთა, ციხეთა და მისთანათა (ნახე Ⴆღუდესთან).

Ⴂალალვა – (გავლალავ) განდევნა, გარეკა მრავალთა.

Ⴂალატოზი – კალატოზი, მაშენებელი სახლთა, კედელთ მდგმელი.

Ⴂალაღება – ნახე Ⴂანლაღება.

Ⴂალევა – ნახე Ⴂანლევა.

Ⴂალეული – მლევანი, ნალევა, ფრიად გათხელებული, დაწურილებული.

Ⴂალექება – (გავლექდები) დიდად დათრობა, გაჭირვეულება.

Ⴂალექსვა – (გავლექსავ) ლექსებად შეთხზვა, დაწერა.

Ⴂალეწვა – (გავლეწ) კალოზედ ძნათა მოთელვა მკევრებით გამოსარჩევად მარცვალთა ბზისაგან.

Ⴂალია, გალიაკი – მფრინველთა და მხეცთ შესაწყუდევი კალათი, დაფანჯრული მართულებისგან, ანუ დაწნული წნელებისგან.

Ⴂალობა – (ვჰგალობ) საამო ხმა ლოცჳსა, ანუ ქებისა ღვთისადმი // ავაჯით მოთქმა სადღესასწაუოლოთა და ღვთისადმი სამადლობელთა სტიხთა.

Ⴂალოპრილი – ხე ქერქ შემოძრობილი.

Ⴂალუმბვა – (გავილუმბვი) ძრიელ დასველება.

Ⴂალხობა – (გავალხობ, გალხვების) გაყინულის შედნობა.

Ⴂამაგრება – (გავამაგრებ) განმტკიცება, სიმტკიცის მიცემა.

Ⴂამართება – (გავემართები) წარმართება, გზას გასლვა, გადგომა წასასვლელად სადმე.

Ⴂამართვა – (გავმართავ) მრუდის გასწორება, ან გარიგება // მოშლილთა საკრავთა შეწყობა რიგზედ // გაწურთნა, გაგერშვა მფრინველთა // (გავიმართები, ხელს გავიმართავ) შოვნა საჭიროსა საფასისა.

Ⴂამარჯვება – (გავიმარჯვებ) მორევნა, ძლევა მტერთა. // (განმემარჯვების) კეთილწარმატება, მარჯვედ ქმნა. Ⴄსრეთ შემთხვევასა შინა ურთიერთისასა ითქმის: გამარჯვება შენი, ე.ი. მსურს შენდა კეთილწარმატება და პასუხად მიეგების: გაგიმარჯოს, ხოლო გამოთხოვასა ზედა ითქმის: მშვიდობით და გამარჯვებით.

Ⴂამასპინძლება – (გავმასპინძლდები) სტიმართ დახვედრა პურობითა

Ⴂამგე – განმგე, მნე, მოხელე კეთილმოურნე.

Ⴂამგონი – საქმის მიმხდომი // დამჯერი, დაუზარებელი მოსმენისა.

Ⴂამდელი – მოახლეთ უფალა, უპირველესი შიმუნვართა ანუ მხევალთაგან (გამზდელი).

Ⴂამდიდრება – ნახე Ⴂანმდიდრება.

Ⴂამზითვა – (გავმზითავ) მზითევის მიცემა გათხოვილი ქალისადმი.

Ⴂამზრდელი – მზარდული, მამამძუძე, ლალა; ესე ითქმის კაცთათჳს, ხოლო ქალთათჳს გადია და წერილთ შინა დედამძუძე.

Ⴂამმარჯვე – გამარჯვებისა, წარმატებისა ხელის მომმარტავი.

Ⴂამო – თანდებული ნათესავობითსა ბრუნვასა თანა ხმარებული ხოლო ზმნათა თანა იხმარების ზედდადებულად (იხილე შემდგომნი).

Ⴂამოაშკარავება – (გამოვააშკარავებ) გამოჟღავნება, საქვეყნოდ თქმა,.

Ⴂამობრუნება – (გამოვაბრუნებ, გამოვბრუნდები) უკმოქცევა.

Ⴂამობრწყინვება – (გამოვაბრწყინებ, გამობრწყინდების), გამოელვარება.

Ⴂამოგება – (გამოვაგებ) გარჩევით, კაფიად, გასაგონად თქმა სიტყჳსა // დახვანჯულის ძაფის გამოშლა, ანუ ძნელის საქმის გამორკვევა.

Ⴂამოგებება – (გამოვაგებებ) გარეთ გამოტანა შესამთხვევად.

Ⴂამოდალაბრვა (გამოვდალაბრავ) გამოკვეთა.

Ⴂამოდენა – (გამოვადენ) გამოშვება ნოტიოთა // (გამოსდის, Ⴂადენა ნახე).

Ⴂამოვლენა, გამოვლინება – (გამოვავლენ, -ვლინებ) გამომგზავნა, მოფენა.

Ⴂამოზამთრული – ზამთარგამოვლილი ხვასტაგი ერთის წლისა.

Ⴂამოზიდვა – (გამოვზიდავ) გამოტანა, გამოღება ან გამოთრევა.

Ⴂამოზოგება – (გამოვიზოგებ) მცირედ-მცირედ ხარჯვა, გრძელჟამ საკმარებლად.

Ⴂამოზრდა – (გამოვზრდი) გამოკვება, შენახვა საზრდელითა.

Ⴂამოთარგმანება – (გამოვსთარგმანებ) ახსნა, განმარტება.

Ⴂამოთრევა – (გამოვათრევ) გამოზიდვა, თრევით გამოტანა.

Ⴂამოთქმა – (გამოვსთქუამ) გულის ზრახვჳსაზეპირ გამოღება ან შეთხზვა.

Ⴂამოთხოვა – (გამოვითხოვ) გათხოვნა // თხოვნა, ვედრებით მიღება // (გამოვეთხოვები) გამოსალმება წარმავალისა.

Ⴂამოკვება – (გამოვჰკვებ) გამოზრდა, დაოკება.

Ⴂამოკვეთა – (გამოვჰკვეთ) გამოჭრა, გამოთხრა.

Ⴂამოკიდება – (გამოვჰკიდებ, გამოვეკიდები) ნახე Ⴂაკიდება.

Ⴂამოკრთომა – (გამოჰკრთების) ელვარების გამოჩენა (ნახე Ⴉრთომა).

Ⴂამოკულევა – (გამოვიკულევ) გამოძიება, გამოძებნა კუალთა მიერ.

Ⴂამოლაპარაკება – (გამოველაპარაკები) შესაუბრება, ხმის გაცემა.

Ⴂამოლევა – (გამოვლევ, გამოილევის) დაცლა, დაცარიელება.

Ⴂამომეტება – {გამომეტება – (გამოვიმეტებ) არ დავზოგავ, არ დავრიდებ – Ⴃავით Ⴙუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონი}.

Ⴂამომჩვენება – დიდებულად გამოსლვა.

Ⴂამომჭვირვალი – გამჭვირვალი, ნათლის მაკრთომებელი.

Ⴂამონასკუა – (გამოვნასკუავ) გამოსკუნა, შეკურა ნასკჳსა.

Ⴂამოპირვა – (გამოვჰპირავ) საჭრელთ იარაღთ პირის გამართვა.

Ⴂამორეკა – (გამოვრეკ) გარეთ განდევნა მრავალთა.

Ⴂამორეცხვა – (გამოვრეცხ) რეცხით გამოყუანა მწიკულისა.

Ⴂამორთმევა – (გამოვართმევ) მიღება, ჩამორთმევა.

Ⴂამორკვევა – (გამოვარკვევ) დარკვევა // გამორჩევა, გამოშლა ხვანჯისა.

Ⴂამორიდება – (გამოვრიდებ, გამოვერიდები) დარიდება, მოშორება, გაცლა.

Ⴂამორჩევა – (გამოვარჩევ, გამოვირჩევ) უკეთესის მოძიება, აღრჩევა.

Ⴂამორწყვა – (გამოვრწყავ, გამოირწყვის) მუწუკის გაჭრა ან გახეთქა და შალალის გამოდენა.

Ⴂამოსადეგი – სახმარად ვარგისი, სასარგებლო.

Ⴂამოსადინელი – წყალთ გამოსავალი, სათავე.

Ⴂამოსავალი – გამოსლჳს ადგილი // ზოგჯერ ჰნიშნავს მოსავალს.

Ⴂამოსაღები – ხარკი, ბეგარა, დებულება.

Ⴂამოსახვა – (გამოვსახავ) სახის დადება, გამოხატვა // (გამოვისახავ პირჯვარს) პირზედ ჯვრის გამოწერა, დაწერა.

Ⴂამოსვენება – (გამოვასვენებ) პატივით გამოტანა (ნახე Ⴋოსვენება).

Ⴂამოსლვა – (გამოვალ) შიგნიდამ გარეთ განსლვა.

Ⴂამოსული – კარგად გამხმარი კომლში (ითქმის ლორთათჳს),

Ⴂამოსურმვა – (გამოვსურმავ, გამოვისურმავ) თუალთ ოლუა.

Ⴂამოსხმა – (გამოვასხამ) გამორეკა, გამოლალვა, და სხ. (ნახე Ⴑხმა).

Ⴂამოტანა – (გამოვიტან) გარეთ გამოღება.

Ⴂამოტაცება – (გამოვიტაცებ) ძალით გამოტანა.

Ⴂამოტკპოლვა – დაწყლულება, დაშაშრვა, დასკდომა ტანისა.

Ⴂამოტკპოლვილი და გამოტპოლვარე – ბრძვილი დამწველი გამოხეთქითა შალალისათა.

Ⴂამოუკულეველი – ნახე Ⴂამოკულევა

Ⴂამოუცდელი – საქმეში გამოუვლელი, უნახავი // გამოუმწვარი ან გადაუმდნარი მეტალლი.

Ⴂამოფერდილი – ითქმის ორგუარად; ფერდებჩაცვივნული შიმშილით ან ფერდებგატენილი სიმაძღრით (ხვასტაგი).

Ⴂამოფრდა – (გამოვიფრდი) გამოცდა, მოხმარება.

Ⴂამოფრენა – (გამოვაფრენ, გამოვფრინდები) მფრინველთ გამოშვება ან გამოსლვა ფრენით.

Ⴂამოფხიზლება – (გამოვაფხიზლებ, გამოვიფხიზლებ) განფრთხობა, გამოღვიძება.

Ⴂამოქანდაკება – (გამოვჰქანდაკებ) ჩამოსხმა მეტალლთაგან სახისა // გათლა ანუ გამოკვეთა მისი ქუათაგან, ძელთა, ძუალთა და მისთანათა, გინა გამოჭრა, ამოთხრა მეტალლთა ზედა ძელთა და სხ. სახისა.

Ⴂამოქანდაკებული – ამგუარად გამოქმნილი.

Ⴂამოქნა – (გამოვჰქნი, გამოვიქმ) გაკეთება ტყავთა და მისთანათა // გაწურთნა მოზვერთა და ზაქთა უღელში.

Ⴂამოქცევა – (გამოვაქცევ, გამოვიქცევი) დაქცევა საშუალში // გარეკა, გალალვა.

Ⴂამოღება – (გამოვიღებ) გამოტანა ანუ გამოზიდვა // წარმოება, აღმოცენება.

Ⴂამოყუანა – (გამოვიყუან, -ნებ).

Ⴂამოშიგნვა – (გამოვშიგნავ) გამოწლვა, გამოღება შიგანურისა დაკლულთა წხოველთაგან.

Ⴂამოჩეკა – (გამოსჩეკს, გამოიჩეკება) კრუხთაგან კვერცხთ გამოტეხა საწიწილედ.

Ⴂამოჩენა – (გამოვაჩენ) დანახვება, გამოტანა სანახავად // (გამოვსჩნდები, გამოვუჩნდები) გამოცხადება.

Ⴂამოჩვენება – გამომჩვენება ნახე.

Ⴂამოჩინება – აღმოჩინება, წარმოჩინება.

Ⴂამოცანა – ასახსნელი სიტყუა (მაგალითად: ორნი არიან, ტოლნი არიან, დარბაზს ჩადიან, ჩაიმღერიან, ე.ი. ფეხსაცმელნი).

Ⴂამოცდა – (გამოვსცდი, გამოვიცდები) განხილვა, გასინჯვა.

Ⴂამოცდილი – კაცი საქმეთა შინა გამოვლილი, ანუ მნახველი მრავალთა ადგილთა // მეტალლი გასინჯული, პრობანაქნარი.

Ⴂამოცემა – (გამოვსცემ) გამოღება, გამოტანა ნაყოფისა // ხმის გამოღება, გამოხმობა. // წიგნთ დაბეჭდვა.

Ⴂამოცეხვა – (გამოვსცეხუ) გამოძეგუა ან გალეწვა.

Ⴂამოცულა – (გამოვსცული) ერთი მეორის მაგიერ დადგინება ან მიცემა.

Ⴂამოცხადება – (გამოვაცხადებ) გამოჩენა // საქმეზედ წერილის შეტანა სასამართლოში // აპოკალიპსი, წიგნი იოანე მახარებელისა.

Ⴂამოცხობა – (გამოვაცხობ) ნახე ცხობა-გამოცხობილი, გამომცხუარი, ნამცხუარი.

Ⴂამოძეგუა – (გამვსძეგუ) გამოცეხუა, ანუ გალეწა.

Ⴂამოძიება – (გამოვეძიებ) გამოძებნა, გამოკითხვა.

Ⴂამოწახნაგებული – ნახე Ⴜახნაგი.

Ⴂამოწევა

Ⴂამოწერა

Ⴂამოწირვა – (გამოვსწირავ) წირვის შესრულება // შეწირულის უკან წაღება

Ⴂამოწლვა – (გამოვსწლავ) გამოშიგნვა.

Ⴂამოწმენდა

Ⴂამოჭრა – (გამოვსჭრი) შიგნიდამ მცირედის მოკვეთა // გათლა ანუ გამოქანდაკება // დაჭრა სამოსელთა და სხვათა ნაქსოვთა შესაკერავად ტანისამოსთა // (გამოვიჭრები) საჩქაროდ გამოსლვა.

Ⴂამოჭურეთა – Ⴀმოჭურეთა ნახე

Ⴂამოჭჳრვა – (გამოსჭჳრს) შიგნიდამ ბზინუარება ან საშუალ ნათლის გამოსლვა.

Ⴂამოხდა – (გამოვხდი) ზეთთა გამოწურვა თესლეულთა და ხილის გულთაგან, ანუ სასმელთა ორთქლით შეკრება ცეცხლზედ დუღილით.

Ⴂამოხდომა – (გამოხდების) გამოსლვა // ანუ გამოჭრა.

Ⴂამოხვება – (გამოვახვებ) გამოღება, გამოკლება, გამორიცხვა.

Ⴂამოხვეწა – (გამოვხვეწ) ხის ჭურჭელთ გამოთლა, გამოჭრა ხვეწით.

Ⴂამოხმა – (გამოვიხუმ) გამოტანა // გამორთმევა, ჩამორთმევა.

Ⴂამოხრვა – (გამოვხრავ) ძუალთაგან ხორცის გლეჯა კბილით.

Ⴂამოხსნა (გამოვხსნი) დახვანჯულის გამოგება // (გამოვიხსნი) ტყვეობიდამ განთავისუფლება.

Ⴂამოხურვება – (გამოვახურვებ) გახურვება ან გარდახალისება მეტალლთა.

Ⴂამჟღავნება – (გავამჟღავნებ) გამხილება, გამოაშკარება, (ნახე Ⴋჟღავნება) // (გავუმჟღავნებ) მითხრობა ბავთისა.

Ⴂამრავლება – გახშირება (ნახე განრავლება).

Ⴂამტყუნება – (გავამტყუნებ) მტყუვარად გამოჩენა.

Ⴂამჩენი – დამბადებელი, შემოქმედი.

Ⴂამცემელი – (ნახე Ⴂანმცემელი), გამცემი, უხვი.

Ⴂამძლე – მაგარი, არა მსწრაფლ გასაცვეთი ან წასახდენი.

Ⴂამჭჳრვალი – რასაცა საშუალ განვლის სინათლე, ვითარ ჭიქა, ბროლი და მისთანანი.

Ⴂამჭრიახი – თავიანი, საქმიანი, დაუცადებელი საქმეში.

Ⴂამხდარი – შექმნილი, გაკეთებული (ნახე Ⴂახდომა) // დამჭლევებული, ხორცდაცვივნული.

Ⴂამხელა, გამხილება – (გავამხელ, გავამხილებ) გააშკარება, გამჟღავნება.

Ⴂან – თანდებული ნათესავობითსა და მოქმედებითსა ბრუნვასა თანა ხმარებული, ხოლო ზმნათა თანა ზედდადებულად // გან იხმარება ზმნისზედათა თანაცა ადგილობითთა, ვითარ: ერთგან, ორგან, ათგან, ზოგგან, სხვაგან, ყოველგან და სხ.

Ⴂანა? – ზმნისზედა კითხჳთი.

Ⴂანაბვა – (გავინაბვი) ჩაჯდომა და უზრავად გება ჟამრავდენმე შიშისაგან.

Ⴂანავალი – სკორე.

Ⴂანათლება – (განვანათლებ) ნათლის მოფენა.

Ⴂანათხოვრება – (გავანათხოვრებ) ნათხოვრის თხოვება.

Ⴂანაპირება – (გავინაპირებ), განკიდურება, განშორება (ნახე Ⴂანკიდურება).

Ⴂანასკვა – (გავნასკუავ) გამონასკვა, ნასკვის შეკურა.

Ⴂანაღა, განაღამცა – ეგრეთ დიაღამც.

Ⴂანაჩენი – წერილით განსამართლებული საქმე, ნახე Ⴜერილთან).

Ⴂანახლება – (განვაახლებ) დაძველებულის გაკეთება, ახლად შექმნა.

Ⴂანბანვა – (განვჰბან, განვიბან) დაბანა ტანისა, განსპეტაკება.

Ⴂანბნევა – (განვაბნევ, განვიბნევი) გაფანტვა, მიმოდაბნევა.

Ⴂანბოროტება – (განვაბოროტებ) განძვინება, ძვირის შემთხვევა.

Ⴂანბრძნობა – (განვაბრძნობ) ზეგარდამო სიბრძნის მოცემა კაცთადმი.

Ⴂანბძარვა – (განვჰბძარავ) დახეთქა, დაგლეჯა, განიბძარა.

Ⴂანბჭობა – (განვაბჭობ) (ნახე Ⴂაბჭობა), გასამართლება.

Ⴂანგაშა – ღავღავი, ჩოჩქოლი, ხრიანცელი ან მიმოდათქმა მრავალთაგან.

Ⴂანგდება – (განვაგდებ) განძება, განხვება.

Ⴂანგებ – გაძრახ, საგანგებოდ.

Ⴂანგება – (განვაგებ) გარიგება, რიგის მიცემა // (განვიგებ) გაგება, ცნობა.

Ⴂანგება, განგებულება – მზრუნველობა ღვთისა დაბადებულთათჳს.

Ⴂანგებიანი – გონებით შორს დამნახველი, დახელოვნებული განგებასა შინა.

Ⴂანგმერა – (განვჰგმერ, განვჰგმირავ)) გმერა, მახვილის გაცმა, განწონა.

Ⴂანგმობა – (განვჰგმობ) გმობილად თქმა, განგდება.

Ⴂანგოზა – (განვჰგოზ, -ზავ) გალესა, განსპეტაკება შენობათა.

Ⴂანგოზილი – გალესილი, შეღებული.

Ⴂანგრაგნა – (განვჰგრაგნი) გახსნა, გაშლა შეგრაგნილისა.

Ⴂანგრძობა – (განვაგრძობ) გაგრძელება საქმისა ანუ სიტყჳსა.

Ⴂანგური – ოთხფერხთ გაცვივნული ბალანი (Ⴇმასთან ნახე).

Ⴂანდგომა – (განვსდგები, განვუდგები) უკუდგომა ანუ ღალატი,.

Ⴂანდგომილი – უკუმდგარი, უარის მყოფელი ანუ მგმობელი.

Ⴂანდევნა – (განვსდევნი) განძება, გაგდება.

Ⴂანდიდება – (განვადიდებ) შესხმა, შემკობა ქებით, დიდებით.

Ⴂანდობა – (გავენდობი) ხვაშიადის მითხრობა.

Ⴂანებიერება —

Ⴂანვითარება – სწავლაში გამოვლა,, განვითარებული, სწავლაში გამოვლილი.

Ⴂანვლა – (განვვლი) წარვლა, თანა წარსლვა, თანაწარხდომა.

Ⴂანვლთობა – (განვევლთი) განდგომა, გაყრა, განლთოლვა.

Ⴂანვრდომა – (განვვარდები) განხვება, განდგომა.

Ⴂანვრცელება

Ⴂანვრცობა – (განვავრცობ) განფართოება.

Ⴂანზავება – (განვაზავებ) აღზავება, აღრევა ნოტიოთა ზომიერად.

Ⴂანზოგება – (განვაზოგებ) ზოგის მოკლება, განახევრება.

Ⴂანზომა – (განვზომ, -მავ) ზომის ცნობა.

Ⴂანზრახვა – (განვიზრახავ) წინააღრჩევა, მინდომება // გონების დაღრმობა განსჯასა შინა, ფიქრობა // რჩევა, ჰაზრი, ჰაზრის დადება ან მიცემა.

Ⴂაზრდა – (განვზრდი) გაზდა, აღზრდა ჩჩვილთა.

Ⴂანზრქელება – (განზრქნების) გამსხვილება, განფიცხება.

Ⴂანთესვა – (განვსთეს) განბნევა.

Ⴂანთიად – გათენებისას.

Ⴂანთიადი – დილის მოახლება, გათენება, გარიჟრაჟი (ნახე Ⴃილა).

Ⴂანთჳსებული – განსაკუთრებული, გაცალკევებული, განკუთნვილი.

Ⴂანთქმა – (განვსთქუამ, განვითქმი) ხმის დაგდება ან დავარდნა, ამბვის გამოსლვა.

Ⴂანთქმული – სახელოვანი, ქებული.

Ⴂანთხევა – (განვსთხევ) განგდება, განძება, გალალვა.

Ⴂანი – თანდებული ესე მოეკიდების ნათესავობითსა ბრუნვასა და თჳთცა იბრუნვის, ვითარ: კაცთაგანი, სახლისაგანი, კაცთაგანისა, სახლისაგანმან და სხ. შინაგანი, -ნისა.

Ⴂანი – სიგანი, ნიშანი ისართ სასროლი.

Ⴂანი – სიგანე, სივრცე, სიფართე; განიერი? ფართო.

Ⴂანკაზმა – (განვჰკაზმავ) მორთვა, მოკმაზვა, განშვენება.

Ⴂანკანონება – (განვჰკანონებ) კანონის დადება მერჯულეთაგან მოსანანებლად ცოდვისა,.

Ⴂანკარგვა – (განვჰკარგავ) განგება, გარიგება.

Ⴂანკარგულება – რიგი, რიგის მიცემა.

Ⴂანკაფვა – (განვჰკაფავ, განვჰკფდები) მოუძლურება, გახდომა.

Ⴂანკაფული – მოუძლურებული, ღონეგამოლეული, გამხდარი,.

Ⴂანკვართული – კვართ გახდილი.

Ⴂანკვეთა – (განვჰკვეთ) გაჭრა, გაპობა // დამხობა, ახდა სამღუდელოს ხარისხისა მძიმეს შეცოდებისათჳს.

Ⴂანკიდვა – (განვაკიდვებ) განაპირება, მიხდა.

Ⴂანკიდურება – განაპირება, კიდეგანობა.

Ⴂანკითხვა – (განვიკითხავ, განვიკითხვი) გასამართლება, სამართლისა, გინა სასჯელის გაჩენა ანუ მიცემა //გაკითხვა, გასინჯვა, გარჩევა // დაძრახვა, გაკილვა // სამართალი, განბჭობა.

Ⴂანკიცხუა – (განვჰკიცხავ) გაქირდვა, აგდება

Ⴂანკრთომა – (განვაკრთობ, განვჰკრთები) ანაზდად განკჳრვება და შიში

Ⴂანკრძალული – თავშენახული, მორიდალი ცუდის საქმისა და შემთხვევისა.

Ⴂანკსუვება – განძვინება, ანუ გაქსუვება.

Ⴂანკუთნვა – (განვიკუთნავ) სრულიად განსაკუთრება, დაჩემება.

Ⴂანკუთნვით – განსაკუთრებულად, განთჳსებულად.

Ⴂანკურნება – (განვჰკურნებ, განვიკურნები) გამრთელება, მორჩენა სენისაგან.

Ⴂანკჳრება – (განვაკჳრვებ, განვჰკჳრდები) აღტაცებით გრძნობა უჩვეულოსა რისმე ხილჳსა, ანუ საოცრებისაგან.

Ⴂანკფდომა – (განვჰკფდები) განკაფვა ანუ დაძველება.

Ⴂანლაღება – (განვლაღნები) აღზუავება), გაქეზება.

Ⴂანლევა – (განვლევ, განვილევი) მოკლება, ანუ უჩინო ქმნა.

Ⴂანლთოლვა – განვლთობა ნახე.

Ⴂანლიგება – (განვლიგნები) გაშტერებით უხმობა.

Ⴂანლიგებული – უენო, ენამიხდილი, ენაჩავარდნილი.

Ⴂანმდიდრება – (განვამდიდრებ, განვმდიდრდები) მდიდრად შექმნა სიმდიდრის შოვნა, შეძინება, მოგება.

Ⴂანლტოლვა – (განვივლტვი) გაქცევა, გარიდება.

Ⴂანმართვა 

Ⴂანმართლება – (განვამართლებ, განვმართლდები) მართლად გამოჩენა.

Ⴂანმარტება – (განვმარტებ, განვიმარტები) გაშლა, განვრცობა // თარგმანება, აღხსნა.

Ⴂანმარტებული – უზაკველი, წრფელი.

Ⴂანმგე, განმგებელი – მმართებელი, მნე, გამარიგებელი.

Ⴂანმზადება – (განვამზადებ, განვემზადები) მზად შექმნა, შენახვა

Ⴂანმკაცრება – (განგამკაცრებ, განვემკაცრები) განკრძალვა, გაფრთხილება.

Ⴂანმრავლება – (განვამრავლებ, განვმრავლდები) რიცხვით მომატება // არითმეტიკულად: ეგოდენ მოღება ერთისა რიცხჳსა, რაოდენიცა მეორესა აქუს ერთეული.

Ⴂამსტრობა – (განვიმსტრობ) დაზვერვა, გასინჯვა.

Ⴂანმტკიცება – (განვამტკიცებ, განვიმტკიცები) გამაგრება, განძლიერება, ძალისა შეძინება.

Ⴂანფრდველი – მოფარდული, გამსყიდველი.

Ⴂანმცემელი – შინაგანმცემელი.

Ⴂანმწარება – (განვამწარებ, განვმწარდები) განრისხება, შეწუხება.

Ⴂანმხილება – ნახე Ⴂამხელა.

Ⴂანმხოლოება

Ⴂანმხნობა – (განვამხნობ, გავმხნევდები) განძლიერება, სიმხნის მიცემა,.

Ⴂანპატიჟება – (განვჰპატიჟებ) განკანონება, გარდახდევინება,.

Ⴂანპება, განპობა – (განვაპებ, -პობ, განიპობის) შუაზედ გაჭრა, განკვეთა, გახეჩა, გახეთქა, ან გაგლეჯა // მფრინველთაგან ჰაერის განკვეთა ფრენითა, ანუ ნავთა და კაცთაგან წყლისა – ცურვითა.

Ⴂანპოხება – (განვაპოხებ, განვიპოხები) გასუქება ანუ დაშვენება // სუნნელის ზეთის ცხებით შემკობა, გასუნნელება.

Ⴂანრემზომი – ერთი მეორისა ფრიად წინააღმდგომი.

Ⴂანრემზომობა – სრულიად განსხვავებულება, განრემზომ ამისა.

Ⴂანრეცხა – (გავრეცხ) წყლით გასუფთავება ჭურჭელთა, სამოსელთა და მისთანათა, ხოლო ტანისათჳს ითქმის განბანა.

Ⴂანრთხმა – (განვართხამ) გაშლა, გაჭიმვა, გაკავება,.

Ⴂანრიდება – (განვარიდებ, განვერიდები) განრინება ანუ განრომა.

Ⴂანრინება – (განვარინებ) გამოხსნა, გამოყვანა საშისროებისაგან.

Ⴂანრისხება – (განვარისხებ, განვრისხნები) ფრიადი გაწყრომა // დრტჳნვა, სამდურავი.

Ⴂანრომა – (განვერები) თავის დაღწევა, გადარჩენა, მორჩენა, მორიდება.

Ⴂანრღვეული – დახუთვილი, კუტი.

Ⴂანრყუნა – (განვრყუნი, განვირყუნები) განხრწნა, წახდენა, გაქსუვება.

Ⴂანრყუნილი – წამხდარი, ან გაქსუვებული.

Ⴂანრჩევა – (განვარჩევ, განვირჩევი) გარკვევა, გაშორება ერთი მეორისაგან.

Ⴂანსაგებელი – სამნეო, სახელო, სამოურავო და მისთანანი.

Ⴂანსაზავებელი – საეკლესიოთა სიწმიდის ჭურჭელთაგანი, რომლითაცა განიზავების ღვინო და წყალი, ანუ მოიღების მდუღარება.

Ⴂანსაზღურვა, -რება – (განვსაზღურავ, -რებ) საზღურის დადება (ნახე საზღუარი).

Ⴂანსასვენებელი – ადგილი განსვენებისა.

Ⴂანსაფარდველი – გასასყიდი.

Ⴂანსაცდელი – საფრხე, შესაბრკოლებელი.

Ⴂანსაწმენდელი – სალხინებელი.

Ⴂანსახლვა – განსახლებულობა, გარდასახლება სამკჳდროს ადგილიდამ, სხვაგან დასხლება.

Ⴂანსახრწნელი – ხრწნილება, დახსნა კავშირისა ნივთთასა.

Ⴂანსვენება – (განვუსვენებ, განვისვენებ, ნახე შესვენება).

Ⴂანსივება – (განსივნების) დაშუპება, გაბერვა სიმსივნით.

Ⴂანსლვა – (განვალ) გარეთ გამოსლვა, ანუ გაღმა გასლვა.

Ⴂანსპეტაკება – (განვასპეტაკებ) გათეთრება, გასუფთავება.

Ⴂანსქდომა – (გასქდების) განპება, გახეთქა, გაჩეხა

Ⴂანსყიდვა – (განვსყიდი, განვისყიდები) განფარდვა, გაცულა საფასეზედ.

Ⴂანსძეებული – ძუძუგაშვებინებული.

Ⴂანსწავლა – (განვსწავლი, განვისწავლები) სწავლის მიცემა ან მიღება.

Ⴂანსხმა – (განვასხამ) გარეკა, გალალვა, (ნახე გამოსხმა) // (განმესხმის) გამოსხმა, დასხმა, შერჭობა.

Ⴂანსჯა – (განვსჯი, განვისჯები) გასამართლება //მოქმედება გონებისა, რაჟამს დაამტკიცებდეს რასმე ანუ უკუსთქმიდეს, ე.ი. შეერთება ანუ განყოფა იდეათა // გონება, ჭკუა, ძალი სულისა, პოვნად სრულთა იდეათა // წერილი, თხზულება რომლისამე საქმისათჳს გარდამოცემული.

Ⴂანტევება – (განვუტევებ) გაშვება, თავის დანებება, ხელის აღება.

Ⴂანტეხა – (განვსტეხ) ორად გახეჩა, ან წურილად დამუსრვა.

Ⴂანტჳნვა – (განვსტჳნავ) ტჳნის გამოდენა // დაქოლვა, მოკუდინაბა ქჳსა დაკრებით.

Ⴂანტისნვა – გავსება, გატენა, დაფარვა.

Ⴂანტფობა – გათბობა (ნახე ტფობა).

Ⴂანიკვეთელი – განუჭრელი, რაჲცა არა განიკვეთების, არა განიწუალვის.

Ⴂანუქმება – (განვაუქმებ, განუქმდების) გაცუდება, უქმად შექმნ.

Ⴂანფარდვა – (განვჰფარდავ, განვჰფრდი, ლექსისგან ფარდი) განსყიდვა.

Ⴂანფენა – (განვჰფენ, განვიფინები), განვრცობა, განმარტება, გაშლა.

Ⴂანფიცხება – (განვაფიცხებ, განვჰფიცხნები) გაჯიქება, მიბრჯნა, ახირება.

Ⴂანფიწლვა – (განვჰფიწლავ) ფიწლით განიავება.

Ⴂანფრდა – ნახე განფარდვა, განფრდილი ნებსით დამონებული ჟამად ან სრულიად.

Ⴂანფრთობა – (განვიფრთობ) გაშლა ფრთებისა.

Ⴂანფრთხობა – (განვიფრთხობ) გამოფხიზლება ძილისაგან ანუ ღვინისა, გინა გაფრთხილება.

Ⴂანქარვება – (განვაქარვებ, განჰქარდების) განბნევა ქარივით, წარხდომა.

Ⴂანქიქება – (განვაქიქებ) დიდად გაწბილება, გახიახება.

Ⴂანქორწინება – (განვჰქორწინდები) გათხოვება, ქმრის შერთვა.

Ⴂანქრევა – (განვანქრევ) წურილად დალეწა ან განიავება.

Ⴂანქსუვება – ნახე განკსუვება, გაქსუვება.

Ⴂანღვიძება – (განვაღვიძებ), განვიღვიძებ) გამოფხიზლება ძილისაგან // აღძრვა, იძულება.

Ⴂანყოფა – (განვჰყოფ) განაწილება, განახევრება.

Ⴂანშვება – (განვიშვებ) გამხიარულება.

Ⴂანშვენება – (განვაშვენებ) შნოს მიცემა, შემკობა.

Ⴂანშორება – (განვაშორებ, განვეშორები) შორად დადგინება, ანუ გაყრა, გაცალკევება.

Ⴂანჩემება – განწილვა, გაცალკევება, განწუალვა.

Ⴂანჩინება – განბჭობა, ფასკუნა სამართლისა, ანუ განაჩენი // წინა განსაზღურება.

Ⴂანჩინებული – განსაზღურებული, განბჭობილი.

Ⴂანცდა – (განვსცდი, განვიცდები) გამოცდა, გასინჯვა // (განვიცდი) დანახვა, განხილვა, გასინჯვა.

Ⴂანცემა – (განვსცემ) არ დანდობა, ღალატი.

Ⴂანცოფება – (განვსცოფდები) გაბრაზება, აღბორგება, გახელება.

Ⴂანცჳფრება – (განვსცჳფრდები) ფრიადი განკჳრვება.

Ⴂანცხადება – (განვაცხადებ, განვსცხადნები) ცხადად გამოჩენა, გამოცხადება.

Ⴂანცხადებულად

Ⴂანცხრომა – (განვსცხრები) ლხინობა, მხიარულება სახიობითა // წარმგებლობა.

Ⴂანძარცვა – (განვსძარცვავ) გახდა ტანისამოსისა.

Ⴂანძება – (განვაძებ) განდევნა, განხვება, გაგდება.

Ⴂანძვინება – (განვაძვინებ, განვსძვინდები) განმწარება, განრისხება, განფიცხება, გაკაპასება.

Ⴂანძვინებული – გაანჩხლებული, გააფთრებული.

Ⴂანძი უნჯი – საუნჯე, საგანძური, ხაზინა დამალული.

Ⴂანძირვა – (განიძირვის) ძირის გადგმა.

Ⴂანძლიერება – (განვასძლიერებ, განვსძლიერდები) ძალის მიცემა.

Ⴂანძღება – (განვაძებ) საზრდელის მიცემა საკმაოდ, დაოკება.

Бесплатный фрагмент закончился.

Жанры и теги
Возрастное ограничение:
12+
Дата выхода на Литрес:
12 января 2018
Объем:
522 стр. 5 иллюстраций
ISBN:
9785449020451
Правообладатель:
Издательские решения
Формат скачивания:
epub, fb2, fb3, ios.epub, mobi, pdf, txt, zip

С этой книгой читают

Новинка
Черновик
4,9
166